შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჩოჩიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სემინარიის დასრულების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სოფელ ჯავაში. მისი პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში - "დროებაში", "მწყემსში" და სხვა გაზეთებში. აქტიურად იყო ჩართული ოსების კულტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკური ცხოვრების საკითხებში. ერთ-ერთი პირველი იყო ოს მოღვაწეთა შორის, ვინც ქართულ პრესაში აშუქებდა ოსების კულტურის, რელიგიის, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და რთული სოციალური მდგომარეობის საკითხებს. მოსახლეობისთვის სასარგებლოდ ცდილობდა ე. წ. "ხიზნების საქმის" გადაწყვეტას. მან ერთ-ერთმა პირველმა მიაპყრო ყურადღება ნართების ეპოსის შეგროვებისა და კვლევის მნიშვნელობას. სამხრეთ ოსეთში პირველი საერო მასწავლებელის, XIX საუკუნის 80-90 იანი წლების პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწის თომა ჩოჩიევის (ჩოჩიშვილი) შვილი. წყარო: საერთო ფასეულობები ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღსადგენად / პაატა გაჩეჩილაძე, კობა ჩოფლიანი.-თბ.,2022.-გვ.44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |