The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ფარჯანაძე

Date of birth:7 May, 1917  (107 years)
Date of death:19??
Category:Mathematician, Scientist, Educator, Military Person, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1947 წელს.

1938 წლიდან სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; მესამე კურსიდან, სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიაში; სწავლობდა თელავის ოფიცერთა სკოლაში, რომელიც დაამთავრა ლეიტენანტის სამხედრო წოდებით და შემდეგ გაგზავნეს ყირიმში მოქმედი არმიის 825-ე სამთო მსროლელ, პოლკში; ომის დამთავრებისა და დემობილიზაციისთანავე 1945 წელს სწავლა განაგრძო იმავე უმაღლესი სასწავლებლის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; დაიწყო მუშაობა კოჯრის საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად; 1953-1955წწ. იყო თბილისის ელექტროტექნიკუმის მათემატიკის მასწავლებელი, შემდეგ თბილისის მე-18 საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს განათლების სამინისტროს ი. გოგებაშეილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1966 წელს; 1975 წელს მიიღო უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო წოდება;პ 1965 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის სწავლების მეთოდიკის სექტორის გამგედ და ხელმძღვანელობდა საქართველოს პედაგოგიური საზოგადოების მათემატიკის სექციას. მას გამოქვეყნებული აქეს 61 მეცნიერული შრომა, მათ შორის სამი მონოგრაფია. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 103-104

Awards and Honors

  • 1975 - საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი
    პედაგოგიკური მეცნიერების დარგში მიღწეული წარმატებისთვის
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: