The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია ფაცურია

დაბადების თარიღი:1910
გარდაცვ. თარიღი:1959  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოტობაია, გალის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1937 წელს, შემდეგ ასპირანტურა.

1941 წელს საბჭოთა კაეშირის ომის დაწყებიდანვე გაიწვიეს მოქმედ არმიაში, იყო პოლიტხელი, კაპიტანი; მონაწილეობდა კავკასიის დაცვაში და ბრძოლაში სტალინგრადისთვის; 1943 წლის ზაფხულის ოპერაციაში ისახელა თავი კურსკის რკალზე და 1944 წელს დნეპრის გადალახვისთვის იყო დაჭრილი, მაგრამ არ მიუტოვებია ბრძოლის ველი. ომის დამთავრების შემდეგ დაუბრენდა მშვიდობიან შრომას; 1949 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1953 წელს დანიშნეს პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგედ თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში. 1950-1958წწ. გამოაქვეყნა 25-მდე მეცნიერული შრომა. ომგადახდილმა მეცნიერმა დაიმსახურა ორდენები და მედლები. 

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 104-105

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "სტალინგრადის დაცვისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II სარისხის ორდენი

გააზიარე: