შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ფეიქრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თელავის პედაგოგიური ტექნიკუმი 1931 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1941 წელს. 1933-1935წწ. მუშაობდა წინანდლის მეურნეობაში ჯერ უფროს მოანგარიშედ, შემდეგ ბუღალტრად; საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებიდანვე გაიწვიეს მოქმედ არმიაში, სამხედრო ქიმიურ აკადემიაში; მეთაურთა სპეციალური მოკლევადიანი კურსების გავლის შემდეგ მიენიჭა ლეიტენანტის წოდება და 1941 წლის ოქტომბერში გაგზავნეს ბრიანსკის ფრონტზე 287-ე მსროლელ დივიზიის ქიმიური ასეულის მეთაურის მოადგილედ; 1942 წლის ივლისში გადაიყვანეს ქიმიური სამსახურის უფროსად; 1942 წელს მიენიჭა ჯერ უფროსი ლეიტენანტის, შემდეგ კაპიტნის წოდება; მტრის ტერიტორიაზე მონაწილეობდა ბერლინის აღებისთვის ბრძოლაში, სადაც დაჭრის მიუხედავად ბრძოლის ველი არ მიუტოვებია; ბერლინის აღების შემდეგ ჩაება საომარ მოქმედებაში ქ. პრაღის განთავისუფლებისთვის; 1945 წლის ნოემბრიდან დემობილიზაციიის შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის თელავის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ მუშაკად; 1947-1950წწ. დაამთავრა ასპირანტურა მეღვინეობის განხრით. 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; მუშაობა განაგრძო ამავე ინსტიტუტის მესხეთის საყრდენი პუნქტის გამგედ; 1953 წლის ოქტომბერში გადაიყვანეს ახლად ჩამოყალიბებულ თელავის ზონალურ საცდელ სადგურში სწავლულ მდივნად; 1955 წელს გახდა მეღვინეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1965 წელს გადაიყვანეს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში ახლადშექმნილ ანტიბიოტიკების განყოფილების გამგედ; გამოქვეყნებული აქვს 18 მეცნიერული შრომა და თანაავტორებთან ერთად მიღებული აქვს 4 საავტორო მოწმობა; მის მიერ გაწეული ექსპერიმენტული მუშაობის შედეგების საფუძველზე ალაზნის მარცხენა მხარე დაყოფილია 8 მიკრორაიონად. ყოველი მათგანი, ნიადაგობრივი და მიკროკლიმატური პირობების შესაბამისად, არსებული ვაზის ჯიშებიდან მიღებული ღვინოების ხასიათისა და ღირსების მიხედვით დაყოფილია აგრეთვე ცალკე უბნებად; მიღებულ შედეგებს დიდი მნიშენელობა აქვს საქართველოს ხარისხოვანი მეღვინეობის განვითარებისთვის. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 105-106 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |