შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ქარჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი. 1938 წელს ჩაირიცსა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე; დაამთავრა თელავის სამხედრო სასწავლებელი უმცროსი ლეიტენანტის წოდებით 1941 წლის დეკემბერში. 1943 წლის სექტემბერში სწავლა განაგრძო სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტეტში, რომელიც დაამთავრა 1944 წელს; 1951 წლიდან სწავლობდა ასპირანტურაში. საბჭოთა კავშირის დიდმა სამამულო ომმა მოუსწრო პირველ კურსზე; 1942 წლის იანვარში მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე; მტერთან უთანასწორო ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება. 1943 წლის მაისში როგორც ინვალიდი დემობილიზაციით დაბრუნდა შინ; 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1976 წელს სადოქტორო დისერტაცია. გამოაქვეყნა მთელი რიგი სამეცნიერო შრომები; მისი ნაშრომები სისტემატურად ქვეყნდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის, აგრეთვე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომებში; განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა პროფესორის თანამდებობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში.მიღებული აქვს ორდენები და მედლები. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 107-108; ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია: taas.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |