The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ქოჩორაძე

ვახტანგ ქოჩორაძე
Date of birth:1918
Date of death:1972  (at 54 years)
Category:Scientist, Translator, Educator, Military Person, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენისა და ლიტერატერის სპეციალობით 1941 წელს; ქ. მურმანსკის სამხედრო სასწავლებელი. 1945-1948წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში გერმანული ლიტერატურის სპეციალობით.

საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს არმიაში. 1942 წლიდან მსახურობდა კალინინის ფრონტებზე დიქტორ-მთარგმნელად. 1943-1945წწ. არმიის პოლიტგანყოფილების უფროს ინსპექტორად. 1945 წლის აპრილში მიიღო მძიმე ჭრილობა და ოქტომბერში იგი გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურისაგან. დემობილიზებული, 1945-1947წწ. მუშაობდა საქართველოს კინემატოგრაფიის კომიტეტის სასცენო განყოფილების გამგედ, შემდეგ საქართველოს კინოსტუდიის დუბლირებული ფილმების ჯგუფის დირექტორად, პარალელურად კითხულობდა ლექციებს დასავლეთ ევროპის ლიტერატურაში. მუშაობდა სასცენო განყოფილების გამგედ საქართველოს კინოსტუდიაში. 1951 წელს დაიცვა დისერტაცია გერმანული ფილოლოგიის სპეციალობით. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. შეადგინა და გამოაქვეყნა მრავალი ნაშრომი. ეწეოდა მნიშვნელოვან მთარგმნელობით საქმიანობასაც, გერმანული ენიდან ქართულ ენაზე თარგმნა რამდენიმე რომანი. მათ შორის "შილდ ბერგერთა თავგადასავალი", თითქმის დამთავრებული ჰქონდა სადოქტორო დისერტაცია - "გოეთეს შემოქმედება". 1951-1953წწ. მუშაობდა მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების სექტორის გამგედ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში. იყო საქართველოს უცხოეთთან ურთიერთობის საზოგადოების თაემჯდომარე. 1961-1972წწ. მუშაობდა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორად. წარმატებული ნაყოფიერი მუშაობისათვის იგი დაჯილდოებული იყო მრავალი დიპლომითა და სიგელით. ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის დაიმსახურა ორდენები და მრავალი მედალი. 

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 111-112

Awards and Honors

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: