The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ქუფარაშვილი

გიორგი ქუფარაშვილი
Other name:ლუდა ქუფარაშვილი
Date of birth:1924
Date of death:1982  (at 58 years)
Category:Singer, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნუკრიანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი.

18 წლის მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი, სიღნაღის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დააარსა ანსამბლი "მრავალჟამიერის", რომლის პირველი ხელმძღვანელიც იყო. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ანსამბლ "მრავალჟამიერს" არაერთხელ გაუმარჯვია რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და დათვალიერებებში. გიორგი (ლუდა) ქუფარაშვილი ასრულებდა "კალოსპირული", "წინწყარო", "ჩაკრულო", "შაშვი კაკაბი", "ბერიკაცი ვარ", "ზამთარი", "ჭონა", "მრავალჟამიერი", "შენ ბიჭო, ანაგურელო", "მგზავრული", "თამარ ქალო", "ურმული", "გაფრინდი შავო მერცხალო", "შინ მოუსვლელო სადა ხარ","შავლეგო", "ბინდისფერია სოფელი" და სხვ. გიორგი(ლუდა) ქუფარაშვილის ჩანაწერები დაცულია საქართველოს რადიო-ტელევიზიის ფონდებსა და კერძო კოლექციებში. ლოტბარი.

წყარო: ნუმც მოიშლება ხსენება მათი... : კრებული / გელა ქოქიაშვილი.-თბი.,2019.-გვ. 326-331; "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება..." / გელა ქოქიაშვილი // საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2019. 15 მარტი. N 52 (8718).-გვ.7


Share: