შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ანსტიტუტი აგრონომის სპეციალობით 1951 წელს. 1941 წელს მოხალისედ წავიდა საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში, იბრძოდა უკრაინის მესამე ფრონტზე; 1946 წლის აპრილში დემობილიზაციით დაბრუნდა საქართეელოში; მუშაობდა ჯერ უბნის აგრონომად ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში, შემდეგ ჩაის და სუბტროპიკელი კულტურების სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში; 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და 1991 წლამდე მუშაობდა ინსტიტუტის აგროტექნიკის განყოფილების ჯერ უმცროს და შემდეგ უფროს მეცნიერ მუშაკად, ამავე ინსტიტუტის ზუგდიდის ფილიალის ჩაისა და დაფნის სელექციის განყოფილების გამგედ, ბოლოს გახდა დასავლეთ საქართველოს ქიმიზაციის სადგურში მინდვრის ცდებისა და მეცნიერული ანალიზების განყოფილების გამგე; 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1993 წლიდან მუშაობს ჩაის, სებტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კელევითი ინსტიტუტის კონსულტანტად; გამოქეეყნებული აქვს 45 სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული აქვს ორდენი და მედლები. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 120-121 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |