The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ცერცვაძე

მიხეილ ცერცვაძე
Date of birth:1911
Date of death:1976  (at 65 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი თხინვალი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს და განაგრძო სწავლა ასპირანტურაში.

1941 წელს სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს წითელ არმიაში და 1946 წლამდე მსახურობდა კონტრდაზვერვის ოპერატიულ მუშაკად კავკასიის, ცენტრალურ და პირველი უკრაინის ფრონტებზე კაპიტნის წოდებით; 1946 წლიდან დაუბრუნდა მშვიდობიან შრომას; 1946-1948წწ. იყო უფროსი მასწავლებელი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1948 წელს დაიცეა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; I958 წლამდე მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში; 1959 წელს გახდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 1961 წელს პროფესორი; 1962-1966წწ. განაგებდა კათედრას საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში; იყო რიგ წამოწყებათა ინიციატორი. გამოაქვეყნა 80-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია. მიღებული აქვს ორდენები და მრავალი მედალი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 125

Member of Organizations

  • საქართველოს საისტორიო საზოგადოება, გამგეობის წევრი

Awards and Honors

  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II სარისხის ორდენი

Bibliography


Share: