შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან დედანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1935 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ ოთხწლიან სტუდიაში შევიდა, სადაც მსახიობის პროფესიასთან ერთად ქორეოგრაფიულ ხელოვნებასაც ეზიარა ჯ. ბაგრატიონის ხელმძღვანელობით. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1939 წელს თეატრის დასში ჩაირიცხა. 1942 წლიდან მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში გადავიდა, სადაც ნაყოფიერად მოღვაწეობდა. მუშაობდა აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (ლოტბარი ს. კავსაძე, ქორეოგრაფი ი. სუხიშვილი). 1935-1937 წლებში მუშაობდა ბავშვთა თვითმოქმედების ქორეოგრაფიულ კოლექტივებში, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა განათლების სამინისტროს კოჯრის საბავშვო ბაღში, სადაც ქართულ ცეკვებს ასწავლიდა სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს, რომლებიც წარმატებით გამოდიოდნენ მოსწავლეთა მხატვრული თვითმოქმედების რაიონულ, საქალაქო და რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე. მას მრავალი ცეკვა აქვს დადგმული დრამატულ სპექტაკლებში: 1939 წელს დადგა ცეკვა "იალი" კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრის სპექტაკლში "მზის დაბნელება საქართველოში", შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებში: "ხანუმა" და "ნინოშვილის გურია". მოგვიანებით კი აღადგინა ჯ. ბაგრატიონის მიერ ადრე დადგმული ცეკვები სპექტაკლში "ნაპერწკლიდან". მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო ქართულ თეატრში მის მიერაა დადგმული ცეკვები შემდეგ სპექტაკლებში: "თავფარავნელი ჭაბუკი", "საგანგებო დავალება", "ზამთრის ზღაპარი", "მართალი კაცი", "ტირიფის ქვეშ" და სხვა. თბილისის სომხური დრამის თეატრში: "ჩაძირული ქვები", "კინტო", "საიათნოვა", "არტისტი", "ვაგიფი", "ქოროღლი" და სხვა. მასვე ეკუთვნის ცეკვების დადგმა თბილისის თოჯინების ქართულ თეატრში, აგრეთვე ზესტაფონის, ზუგდიდის, ველისციხის, ცხინვალისა და სხვა სახალხო თეატრებში. 1955 წლიდან ხანგრძლივი დროის მანძილზე პედაგოგად მუშაობდა ს. ზაქარიაძის სახ. თბილისის კულტსაგანმანათლებო სასწავლებელში, ხოლო 1973 წლიდან შეთავსებით ი. სუხიშვილის სახ. ქართული ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდიაში. დაჯილდოებულია მრავალი სიგელითა და დიპლომებით, მედლებით. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია).- თბ., 2007.- გვ.11; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.60 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |