The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიჟა ხურციძე

ნიჟა ხურციძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1912  (113 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალი საყდარი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ოზურგეთის კოოპერაციული ტექნიკუმი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი პოლიტიკური ეკონომიის სპეციალობით 1936 წელს; მოსკოვის საგეგმო ინსტიტუტის ასპირანტურა 1941 წელს.

1941 წლის იანვარში წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიიღო ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1941-1946წწ. იმყოფებოდა მაიორის წოდებით დიდ სამამულო ომში კარელიის და მესამე ბელორუსიის ფრონტებზე; 1947 წელს დაუბრუნდა მშვიდობან ცხოერებას; 1977 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო პროფესორის წოდება. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი შრომა, მათ შორის 5 მონოგრაფია პოლიტიკური ეკონომიის თეორიისა და ისტორიის, შრომის ნაყოფიერების ზრდის მეთოდებსა და სხვა პრობლემებზე. მიღებული აქვს ორდენები და მრავალი მედალი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 141

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "კენიგსბერგის აღებისთვის"
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "ბერლინის აღებისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: