შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ ჯანჯღავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალკახათი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. მასწაელებლობდა სოფელ კოკის შვიდწლედში, 1931 წელს აირჩიეს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ; 1933 წელს გაგზავნეს ამიერკავკასიის უმაღლეს კომუნისტურ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში სასწავლებლად, რომელიც წარჩინებით დაამთაერა; 1935 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში; დაიწყო მუშაობა თბილისში დისლოცირებელი ქართული მსროლელი დივიზიის 187-ე პოლკის პოლიტხელად; ორი წლის შემდეგ გადაიყვანეს ამავე დივიზიის პოლიტგანყოფილებაში დივიზიონის სკოლის უფროსად; 1933 წელს ეროვნული სამხედრო შენაერთების დაშლასთან დაკავშირებით გადაიყვანეს ქ. დნეპროპეტროვსკში 307-ე მსროლელი დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსის მოადგილედ; 1939 წელს იგი ამ თანამდებობიდან შევიდა მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკურ აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1941 წლის სექტემბერში და დაინიშნა პოლიტგანყოფილების უფროსად; 1942 წლის ივლისში გადაიყანეს ჯერ ვორონეჟის, შემდეგ სტალინგრადის ფრონტზე, სადაც პირველი გვარდიული არმიის შემადგენლობაში აწარმოებდა მძიმე თავდაცვით ბრძოლებს; იმავე წლის 23 სექტემბერს როგორც დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსი იმყოფებოდა პოლკის საბრძოლო პოზიციებზე, სადაც მძიმედ დაიჭრა. გამოჯანმრთელების შემდეგ მან ითხოვა კვლავ ფრონტს დაბრუნებოდა და დანიშნეს 414-ე ქართული მსროლელი დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსად, სადაც დაჰყო 1950 წლამდე; 414-ე ქართულმა მსროლელმა დივიზიამ, რომელიც მონაწილეობდა გააფთრებულ ბრძოლებში ტამანის და ყირიმის ფაშისტ დამპყრობელთაგან გასათავისუფლებლად, განსაკუთრებით ისახელა თავი ანაპის, ქერჩისა და გმირი ქალაქის სევასტოპოლის გათავისუფლებაში. ანაპისათვის ბრძოლაში დიდი დამსახურებისათვის 414-ე ქართულ მსროლელ დივიზიას ანაპის სახელი მიენიჭა, ხოლო ყირიმის გათავისუფლებისთვის დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით; 1952-1956წწ. მსახურობდა ამირკაეკასიის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1957 წლის მარტიდან იგი პოლკოვნიკის სამხედრო წოდებით გავიდა თადარიგში; მოღვაწეობდა ჯერ მშრომელთა დეპუტატების თბილისის ლენინის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარედ; 1969-1984წწ. თბილისის საქალაქო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე; 1955-1957წწ. აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს IV, V და VI მოწვევების დეპუტატად; 1987 წლის იანვრიდან გადავიდა სამეცნიერო სამუშაოზე, დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში მან არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოაქვეყნა; 10 წიგნისა და მრავალრიცხოვან სტატიებს შორის აღსანიშნავია მონოგრაფია "414-ე წითელდროშოვანი", რომელიც 3-ჯერ გამოიცა ქართულ ენაზე, ხოლო 2-ჯერ რუსულად; მას ეკუთვნის ფრიად საინტერესო წიგნი "აჯიმუშკაის ტრაგედია", რომელსაც საფუძვლად უდევს ამ ტრაგედიის ერთერთი მონაწილის ფრონტული ჩანაწერები, რომელსაც ავტორმა აჯიმუშაკაის კატაკომბებში მიაკვლია და იგი საკუთარი მოგონებებითაც შეავსო. მას ეკუთვნის პოლონეთისათვის ბრძოლებში ქართველთა მონაწილეობის გამოკვლევა, რომლის გამოქეეყნებას ვერ მოესწრო; მიღებული აქვს 10 ორდენი და 15 მედალი; ფაშიზმის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლის მედალი მან მიიღო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისაგან. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 147-149 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |