შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჯიშიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1937 წელს; საქართველოს ისტორიისა და მატერიალერი კულტურის ინსტიტუტის ასპირანტურა 1941 წელს. 1941 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. ასპირანტურაში სწავლის პარალელურად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის ასისტენტად და დოცენტად. სამამულო ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე გაიწვიეს მოქმედ არმიაში. უფროსი ლეიტენანტის წოდებით იყო ბატალიონის პოლიტხელი, მონაწილეობდა დასავლეთის ფრონტის სხვადასხვა უბნებზე გერმანელ ფაშისტ დამჰყრობთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1943 წლის დეკემბერში როგორც ფრონტზე დაავადებული გაათავისუფლეს საბჭოთა არმიის რიგებიდან და გაგზავნეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის განკარგულებაში. 1944-1952წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე, შემდეგ საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის ორგანიზაციის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორი. შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრაზე დოცენტად და თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგედ. 1953-1976წწ. მუშაობდა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სასწავლო-სამეცნიერო დარგში. პარალელურად ასრულებდა ზოგადი ფილოლოგიის კათედრის გამგის მოვალეობას. აქტიურ მეცნიერულ პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს 30-მდე მეცნიეული ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე მნიშენელოვანი მონოგრაფიული გამოკვლევა. საბრძოლო დამსასურება აღინიშნა ორდენითა და 9 მედლით. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 151-152; 1951 წლის 18 თებერვალს ყველანი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე! : ხმა მიეცით დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე ჯიშიაშვილი: პლაკატი. - თბ.,1951.-გვ.50 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |