The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ჯომიდავა

ნიკოლოზ ჯომიდავა
Date of birth:23 May, 1915  (109 years)
Date of death:20?
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოღა, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა ქ. ზუგდიდის ჩაის მეურნეობის ტექნიკუმი 1932 წელს. სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე 1938 წელს, რომელიც დაამთავრა 1952 წელს ისტორიის სპეციალობით.

1933-1937წწ. იყო თბილისის ასოთამწყობი და ამავე დროს კარგად დაეუფლა ფოტო-საქმეს. 1938 წლის დეკემბერში გაიწვიეს წითელ არმიაში. მსახურობდა ფინეთის საზღვრებზე. 1941 წელს მონაწილეობდა ქერჩის პირველ სადესანტო ოპერაციებში. 1942 წლის გაზაფხულზე ის აქტიურად მონაწილეობდა ყირიმიდან ჯარის ნაწილების ტამანის ნახევარკუნძულზე გემებით გადაყვანაში. 1942 წლიდან მონაწილეობდა კავკასიის დაცვისათვის ბრძოლებში. 1945 წლის ბოლოს იგი დაავადებული დაუბრუნდა მშვიდობიან ცხოვრებას საქართველოში. მუშაობდა გაზეთ "სახალხო განათლების" რედაქციაში ფოტო-კორესპონდენტად. 1953-1967წწ. მუშაობდა ქ. სოხუმში განათლებისა და კულტურის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ავტორია რამდენიმე მეცნიერული შრომის, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა, რომლებიც მიძღვნილია აფხაზი და ქართველი ხალხების მეგობრობისადმი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: ორდენი და 8 მედალი. 

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 152-153

Awards and Honors

  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • სამამულო ომის II სარისხის ორდენი

Bibliography


Share: