Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კუკური მაღრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ვ. ქაშაკაშვილის კლასი) 1955 წელს; პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1956-1970წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1970-1972წწ. თბილსის მე -12 მუსიკალური სკოლის დირექტორი; თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განასახიერა: კოტე (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ბაში-აჩუკი (ა. კერესელიძის "ბაში-აჩუკი"), არსაკიძე (შ. მშველიძის "დიდოსტატის მარჯვენა"), გურა (ო. თევდორაძის "ლეგენდა თბილისზე"), კოდალა (ა. ანდრიაშვილის "ჩხიკვთა ქორწილი"), შალვა (ლ. ფალიაშვილის "იავნანა"), შუისკი (მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), თარჯიმანი (ს. პროკოფიევის "სემიონ კოტკო"), მალხაზი (ზ. ფალიაშვილის "დაისი"), რიპუჩიო (ჯ. პუჩინის "ჯანი სკიკი") და სხვა. 1969 წელს კ. მაღრაძე ოპერის თეატრთან ერთად საგასტროლოდ იმყოფებოდა ბულგარეთსა და რუმინეთში. სხვადასხვა წელს საგასტროლოდ იმყოფებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქალაქებში: მოსკოვში, კიევში, ლენინგრადში, ერევანსა და ბაქოში და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.13 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |