შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეო ხოჯელანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებელი 1960 წელს. 1968 წლიდან მონაწილეობას იღებდა მრავალ რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. ქმნიდა პორტრეტებს, ნატურმორტებს, ჟანრულ სურათებს, თემატურ კომპოზიციებს. მისი შემოქმედების მთავარი წყარო სვანეთი იყო. მუშაობდა ჭედურობით ხელოვნებაშიც. დიდია მისი დამსახურება სვანეთის შესანიშნავი ბუნების პოტენციალის წარმოჩენაში. მისი უშუალო მონდომებით მესტიაში დაარსდა სამხატვრო სკოლა. მესტიის რაიონის, სოფელ ლაღამში გახსნილია მისი სახლ-მუეუმი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.489 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |