The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ ხვინთელანი

ბესარიონ ხვინთელანი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შრომა, სოხუმის რაიონი. 

დაამთავრა გ. ვ. პლეხანოვის სახელობის აკადემია (ყოფილი სახალხო მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი); მოსკოვის დიპლომატიური აკადემია.

მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე სახელმწიფო, სასწავლო და საზოგადოებრივ სტრუქტურებში. არის სოლიდური სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი; დამაარსებელი და პრეზიდენტია საზოგადოებრივი ორგანიზაციისა - "დიასპორების სახელმწიფო ფონდი - "კრედო" (ქ. მოსკოვი); "ქართული სტუდენტებისა და ახალგაზრდობის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი; აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულთა არასამთავრობო ორგანიზაციების - ცენტრი "რწმენა"-სა (თბილისი) და საზოგადოება "დიასპორა-კრედოს" (თბილისი) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი. გამომცემელი არის აგრეთვე რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის "სახალხო დიპლომატიის საერთაშორისო კომიტეტის", "აფხაზეთის აღორძინებისა და განვითარების ფონდის", "რუსეთ საქართველოს მეგობრობის საზოგადოება "ძალისას" წევრი. ავტორი და ხელმძღვანელია საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული პროექტებისა, იგი ხელმძღვანელობს მაშტაბურ პროექტებს - ვიდეო ფილმების სერიალის "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია". ავტორია მრავალი სამეცნიერო მონოგრაფიისა და ბროშურებისა. გამოცემული აქვს საინტერესო წიგნები "კომპასი", "კომპასი-2", "უკომენტაროდ", "ჟამი შეკრებად ქვათა", "უცხონი ჩვენ კი არა ვართ" და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიგელი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.490

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: