The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ორბელაძე

მანანა ორბელაძე
Date of birth:20 February, 1952  (73 years)
Category:Historian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელ როხი, ბაღდათის რაიონი.
1970 წელს ჩაირიცხა ქ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც 1970 წელს სწავლა განაგრძო პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე, მეორე კურსზე, რომელიც დაასრულა 1979 წელს.

1975 წელს მუშაობა დაიწყო ქ. ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად; 1983 წლიდან ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. 17 წელი ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასების მეთოდგაერთიანებას. იყო მასწავლებელთა დანიშვნის სასკოლო საკონკურსო კომისიის წევრი. ატარებდა სასკოლო და საქალაქო საჩვენებელ ღია გაკვეთლოებს, ყავს აღზრდილი უამრავი საუკეთესო მოსწავლე. მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს ჯილდოები: დაჯილდოვებულია განათლების სამინისტროს სიგელით, ქუთაისის განათლების განყოფილებისა და განათლების მუშაკთა პროპკავშირის საქალაქო საბჭოს "საპატიო სიგელით", ქუთაისის განათლების განყოფილებისა და განათლების მუშაკთა პროპკავშირის "მადლობის სიგელით", ქუთაისის განათლების განყოფილებისა და განათლების მუშაკთა პროპკავშირის მადლობები "მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში თავლსაჩნო მიღწევებისთვის". შესულია წიგნში "ქუთისის ღირსეული პედაგოგები". მის შესახებს ქვეყნდებოდა სტატიები ჟურნალ გაზეთებში. 2013-2014 სასწავლო წელს დასახელდა წლის საუკეთსო მასწავლებლად, დაჯილდოვებულია ქუთაისის მერიის მიერ ფულადი პრემიით.

წყარო: სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მატიანე: mateane17.blogspot.com


Share: