The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუმბერ ხანთაძე

ჯუმბერ ხანთაძე
Date of birth:19 January, 1933  (92 years)
Category:Scientist, Chemist

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით 1956 წელს.

1956-1958 წწ. მუშაობდა ტულაში, კოსაიაგორას მეტალურგიულ ქარხანაში ოსტატად; 1957-1967 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1959 წლიდან ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1967-1984 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1984 - 1999წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1999 წლიდან სსიპ ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2007 წლიდან არის სსიპ ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1966 წელს, სადოქტორო დისერტაცია ქიმიის დარგში 1987 წელს (კიევი, მასალათმცოდნეობის პრობლემათა ინსტიტუტი). მიღებული აქვს 2019 - იუნესკოს საპატიო სიგელი (2019). მეცნიერებათა დოქტორი. 

წყარო: სსიპ - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.gefacebook.com

Awards and Honors

  • 1999 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1976 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: