შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ქაჯაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენის სპეციალობით 1982 წელს. თარგმნის ინგლისური, ფრანგული და რუსული ენებიდან; მისი თარგმანები 1981 წლიდან სისტემატურად იბეჭდება სალიტერატურო პრესაში; 1975-1981წწ. მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში"; 1981–2007წწ. გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" რედაქციაში, ჯერ ხელოვნების, მერე თარგმანის განყოფილებაში; 1999–2002წწ. ქართული პენ-კლუბის გაზეთსა და შემდგომ ჟურნალში "ქომაგი"; 2001-2003წწ. ვახუშტი კოტეტიშვილის გაზეთში "ქართული სიტყვა" თარგმანის განყოფილებებში; გაზეთ "24 საათში" (დამატება "დედაქალაქი"); 2008 წლიდან ქალაქ თბილისის საკრებულოში, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი. არის ავტორი თარგმანებისა: ჯ. ბარნსის "ფლობერის თუთიყუში", თ. ვულფის "მოხედე შენს სახლს, ანგელოზო", უ. გოლდინგის "ბუზთა ბატონი" და ა.შ., 2007-2011 წლებში იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის – "გალას" ჟიურის წევრი. წყარო: დიოგენე: diogene.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |