შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პლატონ ღიბრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოდოგანი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პირველი საქალაქო სასწავლებელი 1903 წელს. 1903-1907 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც დაიხურა 1907 წელს. 1907 წლის 27 სექტემბრიდან პლატონ ღიბრაძე მუშაობდა ქუთაისის პირველ საქალაქო სასწავლებელში ხატვის მასწავლებლად. 1914 წელს ეს სასწავლებელი უმაღლესად გადაკეთდა და იქ მომუშავე პედაგოგებს უმაღლესი კვალიფიკაცია მოეთხოვებოდათ, ამიტომ პლატონ ღიბრაძემ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით რამდენჯერმე გაიარა სპეციალური სასწავლო კურსი 1911 წელს თბილისში, 1914 წელს პიატიგორსკში და 1915 წელს ვლადიკავკაზში. 1914 წლის 1 იანვრიდან პლატონ ღიბრაძე გადაიყვანეს გრაფიკული ხელოვნების მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად. სასწავლებლის ხელმძღვანელობა სახალხო განათლების დეპარტამენტსა და კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველს მუდმივად უგზავნიდა დადებით რეკომენდაციებს პლატონ ღიბრაძის შესახებ. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან შემორჩენილია ჩანახატებიანი ბლოკნოტი, ლექსების სტრიქონები და სხვადასხვა მოკლე ციტატები. პლატონ ღიბრაძემ სატირული პერიოდული გამოცემისათვის "ეშმაკის მათრახი", 1908 წელს შექმნა რამდენიმე კარიკატურა და მხატვრულად გააფორმა ნინო ნაკაშიძის ზღაპარი "ზარაბიბილის ხელმწიფის ქალი" (ქუთათური ამხანაგობის გამოცემა №23, ქუთაისი, 1914), შემორჩენილია ამ წიგნისთვის შესრულებული ილუსტრაციის ორიგინალის ორი ფრაგმენტი). პლატონ ღიბრაძის (მღებრაძის) პირადი საქმე ინახება საქართველოს ისტორიულ არქივში (ფორმულიარი სიით 422-1; 14008, აღწერა № 7809, 580, 1916 წელი). კარიკატურისტი, ილუსტრატორი. წყარო: უცნობი მხატვარი - ქართული საბავშვო წიგნის მხატვრობის სათავეებთან : ყალმითა და ფუნჯით / მარიამ გაჩეჩილაძე // მწიგნობარი : ალმანახი / საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია. - თბილისი, 2009. - გვ.227-235
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |