Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართული ხალხური ცეკვა თბილისის "ელექტროვაგონშემკეთებელი" ქარხნის კლუბში ქორეოგრაფ მ. ბახტაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. წარმატებით გამოდიოდა საქართველოს შრომითი რეზერვებისა და ტრამვაი-ტროლეიბუსების ტრესტის ანსამბლში სოლისტ-მოცეკვავედ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცეკვა "ქართულის" შესრულებით. 1946 წლიდან დამოუკიდებელ ქორეოგრაფად მუშაობდა. სხვადასხვა დროს სათავეში ედგა ადიგენის, ბოლნისის, საგარეჯოს რაიონების ქართული ცეკვების თვითმოქმედ ანსამბლებს. 1954 წლიდან შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის კულტურის სასახლეში და თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლის "სიხარულის" სამხატვრო ხელმძღვანელად და ქორეოგრაფად. ანსამბლმა "სიხარულმა" წარმატებით უჩვენა თავისი პროგრამა პოლონეთში, გერმანიაში, მოსკოვში და სხვა. ვ. აბაშიძემ საქართველოს რკიონიგზელთა კულტურის ცენტრთან ჩამოაყალიბა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "მზიური", რომელიც არაერთი კონკურსის გამარჯვებული იყო. წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.4; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.22 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |