Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯიმი მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გიორგეთი, ლაგოდეხის რაიონი. დაამთავრა საავიაციო სასწავლებელი. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ომში ავღანეთში, შემდეგ მსახურობდა ვერტმფრენის ეკიპაჟის მეთაურად ციმბირში; 1991 წლიდან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, შემდეგ - აფხაზეთში; 1992 წლის თებერვლიდან მეთაურობდა ეროვნული გვარდიის სამმართველოს საავიაციო პოლკს; მისი ვერტმფრენის ჩამოგდებისთვის აფხაზ სეპარატისტებს ჯილდოდ ათასობით მანეთი ჰქონდათ დაწესებული; 1992 წლის 26 დეკემბერს დაიღუპა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, მისი "მი-24" ვერტმფრენის კოდორის ხეობაში პატრულირების დროს ჩამოგდების შედეგად; მის საფლავზე, დღემდე დგას ერთ-ერთი საბრძოლო ვერტმფრენი, რომელიც მეგობარმა მის საფლავზე დასვა; დაიღუპა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში; მას რუსები მეტსახელად "შავ გენერალს", ხოლო აფხაზი სეპარატისტები "საჰაერო ხულიგანს" ეძახდნენ; 2017 წელს სამგორის რაიონის უსახელო ქუჩას ჯიმი (ჯიმშერ) მაისურაძის სახელი მიენიჭა. სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: m.facebook.com; თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge; პირველი არხი: 1tv.ge; უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.287-288 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |