Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თურქიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1974 წელს. 1974-1976წწ. მეტეხის თეტრ-სტუდიის მსახიობია; 1976-1993წწ. რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა; 2006 წლიდან გრიბოედოვის თეატრში განაგრძობს მუშაობას; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია-მეტეხის თეტრ-სტუდიაში: კლავდიუსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), მასწავლებელი, ექიმი (ს. მრევლიშვილის "მოდი ვნახოთ ვენახი"), პრისიპკინი (ვ. მაიაკოვსკის "ბაღლინჯო"), ეგნატისი (ს. კრასის "ძალოსნები"), კორჩაგინი (ნ. ოსტროვსკის "რამდენიმე ეპიზოდი კომუნისტის ცხოვრებიდან"); რუსთაველის თეატრში: ტიმი (ა. ლიივესის "მონოლისკი"), ლუა (მ. გეგიას "სიცრუენი"), სანდრო კლიმიაშვილი (მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), გივი (თ. მეტრეველის "შეშლილი, შეშლილი... ახალი წელი"), დიმიტრი (გ. სიხარულიძის "გარეუბნის მარტოსახლი"), გლოსტერი (უ. შექსპირის "მეფე ლირი"); გრიბოედოვის თეატრში: ლევ მატვეი (მ. ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა"); 1993 წელს გერმანიის ქალაქ ესენის "გრილო-თეატრში" განასახიერა მწყემსის როლი სოფოკლეს "ოიდიპოს მეფეში"; გადაღებულია ფილმებში: ბერი, მოგზაური ("სიბრძნე სიცრუისა"), დირექტორის მეგობარი ("ძნელი დასაწყისი"), ციხის უფროსი ("ყავა და ლუდი", ტელესერიალი), საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ("ცხელი ძაღლი", ტელესერიალი). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.6
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |