The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოფიკო იაშვილი

სოფიკო იაშვილი
Date of birth:25 January, 1938  (87 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი.

ქართულ ცეკვებს სწავლობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ქორეოგრაფიულ წრეში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ანტონ ჩიხლაძე და რომან ჭოხონელიძე; შემდგომ ცეკვა განაგრძო საქართველოს ახალგაზრდულ ქართული ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში ქორეოგრაფ გიორგი (ბუხუტი) დარახველიძის ხელმძღვანელობით; 1957 წელს ანსამბლთან ერთად ის მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდობის და სტუდენტთა მოსკოვის მე-6 მსოფლიო ფესტივალში და ამ ფესტივალის ლაურეატი გახდა; 1959-1960წწ. ს. იაშვილი მოცეკვავე-მსახიობად მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლში (მთ. ქორეოგრაფი ჯ. ბაგრატიონი); მისთვის, როგორც მოცეკვავისთვის, ყველაზე ნაყოფიერი გამოდგა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში მუშაობა, სადაც იგი 1960 წელს ნ. რამიშვილმა და ი. სუხიშვილმა მიიღეს; ამ ანსამბლში ჩამოყალიბდა ს. იაშვილი პროფესიონალ მოცეკვავედ და ერთ-ერთ წამყვან სოლისტად; მაყურებელს ხიბლვდა მის მერ შესრულებული "სამაია", "ქართული", "სიმდი" და სხვა ცეკვები; 1984 წლიდან ს. იაშვილი ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ი. სუხიშვილის სახელობის ქართული ცეკვის სახელმწიფო სკოლა - სტუდიაში.

წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო .- თბ.,2008.- გვ.11

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: