შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელდარ ხვისტანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იფარი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1965 წელს. 1956 წელს მუშაობა დაიწყო მესტიის კომკავშირის რაიკომში ინსტრუქტორად; სხვადასხვა დროს მუშაობდა იფარის სასოფლო-საბჭოს ჯერ მდივნად; შემდეგ თავმჯდომარედ; მესტიის რაისაბჭოს აღმასკომის ინსტრუქტორად; მესტიის პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად; მესტიის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ; 1975 წელს აირჩიეს მესტიის რაიკომის მეორე მდივნად; 1981-1991წწ. მესტიის რაისაბჭოს აღმასკომის თავნჯდომარედ; 1991 წელს მუშაობა დაიწყო ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში; 1995 წლიდან მუშაობდა გარდაბნის რაიონში, სოფ. კაპანახჩის, ხოლო შემდეგ სოფ. ლემშვენიერას სახელმწიფო მეურნეობის დირექტორად; 1998 წელს დანიშნეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილედ; 2001 წელს დაინიშნა წალკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე. ბოლო წლებში იგი კვლავ დაბრუნდა მესტიის რაიონში და მუშაობას განაგრძობს მესტიის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.491
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |