Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესო ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგის სპეციალობით. მუშაობდა საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტში საინჟინრო-საძიებო განყოფილების უფროსად. მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა და რაიონებში განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ეწეოდა გეოლოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რაიონებში დედამიწის ქერქისა და სასარგებლო წიაღისეულის კვლევის დარგში. მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გეოლოგთა სიმპოზიუმებში. იყო ღვაწლმოსილი და გამოცდილი პროფესიონალი, გეოლოგიური პარტიის უფროსი. გეოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დაჯილდოებული იყო მთავრობის მედლებითა და სხვადასხვა ჯილდოებით. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.499 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |