The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვენერა ფირცხალავა

ვენერა ფირცხალავა
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1928  (98 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

1943-1968წწ. მუშაობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში სოლისტ-მოცეკვავედ. განსაკუთრებულ ოსტატობას ავლენდა მთიულური ცეკვების შესრულებისას. ასევე გამოირჩეოდა "ქართულში", "ხევსურულში", "ფარიკაობაში", "ყაზბეგურსა" და ანსამბლის რეპერტუარის სხვა ცეკვებში. მთიულური ცეკვების შესრულებისათვის დაჯილდოებულია ვერცხლის მედლით. ვ. ფირცხალავა საქართველოს ახალგაზრდობის პირველი ფესტივალის ლაურეატია. 1958 წელს წარმატებით გამოვიდა თბილისში აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში. დაჯილდოებულია საპატიო სიგელებითა და სხვა წამახალისებელი საჩუქრებით.

წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ. 17; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.260

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: