The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბერდია ინწკირველი

ბერდია ინწკირველი
Date of birth:7 December, 1936
Date of death:23 September, 2022  (at 85 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლები: პიპიჩა ("ჯარისკაცის მამა"), ბასკან უჩარდ ("ძახილი"), დვალი ("მოცურავე"), მაქსიმა ("ღამის ცეკვა"), უსანთე ("მელია და ყურძენი"), ინკვიზიტორი ("ჟანა დ'არკი"), დაზმირი ("საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში") და სხვა; გადაღებულია მხატვრულ ფილმებში და სერიალებში: "მიზანი", "ლეონარდო", "მერცხლები ბეღურები", "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში", "ბანდიტი აგურის ქარხნიდან", "ბათა ქექია", "ებრაკალაბრა", "წინამორბედი", "მაისის თოვლი", "იქ, ჩემთან", "ღამის ცეკვა", "ოქროს ობობა", "ციხე-სიმაგრე", "ოჩაბანვა", "ბოთე", "მარტოობის ორდენის კავალერი", "სათნოებათა კიბე", "კიდევ ერთი ქართული ისტორია", "ძახილი", "მოცურავე", "ვერსათრიელა", "ყველა კომეტა როდი ქრება", "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა", "გაღმა ნაპირი" და სხვა; მისი შემოქმედება დაკავშირებულია ქართული თეატრისა და კინოს არაერთ წარმატებასთან, მის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიის ოქროს ფონდის განუყოფელი ნაწილია. კინოსა და თეატრში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის არაერთგზის არის დაჯილდოებული თეატრალური და კინო პრემიებით.

წყარო: ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი: batumitheatre.gelot.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

Awards and Honors

  • 2021 - გიორგი შავგულიძის ჯილდო
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

Share: