შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კაკო ვაშალომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოჩნდა 1970-იანი წლების დასაწყისში; საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწეოდა მრავალ როკ-ჯგუფსა თუ ანსამბლში; უკრავდა გეპეის ორკესტრში; მიიჩნევა ქართული როკის ერთ-ერთ პიონერად; გამოდიოდა უამრავ კონცერტსა და ფესტივალზე როგორც საბჭოთა კავშირის, ისე მთელი ევროპის მასშტაბით; გამოცემული აქვს არაერთი სოლო ალბომი. დისკოგრაფია: სოლო-ალბომები From Retro To Rock (2003); მონაწილეობდა ჯგუფებში "ცისკარი", გეპეის ჯაზ-ორკესტრი (ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრი), "ბეთლემი", "კოლხეთი", "ენგური", "ოკეანე", "ვია 75", "დიქსი ლენდი", "აკუსტიკური კვარტეტი". როკ-ინსტრუმენტალისტი, ვირტუოზი გიტარისტი. წყარო: რადიო "არ დაიდარდო": fortuna.ge; facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |