შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1931 წელს. 1932-1937წწ. მუშაობდა ხმის ჩამწერი საამქროს უფროსად თბილისის კინოსტუდიაში, 1937 წლიდან ხმის ოპერატორად; მის მიერ გახმოვანებულია მრავალი მხატვრული, დოკუმენტური ფილმი თუ მულტფილმი, მათ შორის: "სამშობლო" (1939); "მეგობრობა" (1940); "კოლხეთის ჩირაღდნებ" (1941), "ჭრიჭინა" (1953); "ბაში-აჩუკი" (1950); "მაიაკოვსკი იწყებდა ასე" (1958); "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (1959); "მე ვხედავ მზეს" (1963), "სემირამიდას ბაღები" (1970); მონაწილეობა აქვს მიღებული 80-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმის შექმნაში. არის 1941-1945 წლების ომის მონაწილე და ვეტერანი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ. 31; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |