The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ სუხაშვილი

თენგიზ სუხაშვილი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ცეკვა დაიწყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში. მისი პირველი პედაგოგი იყო ქორეოგრაფი უ. ამბარდაშვილი; შემდგომ ჩაირიცხა ამავე სასახლის ნორჩ მოცეკვავეთა ნაკრებ ანსამბლში, სადაც ქორეოგრაფ რ. ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით დაიხვეწა მისი საშემსრულებლო ოსტატობა; 1966 წლიდან გამოდიოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში და აქვე გახდა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკური ოლიმპიადის ლაურიატი; 1966 წლიდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას; ჯერ მუშაობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის კულტურის სახლში, 1971 წლიდან კი პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის პედაგოგ-ქორეოგრაფად; თ. სუხაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "სიხარულს". ანსამბლი გამოდიოდა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე და არაერთი ჯილდოს მფლობელი და ლაურიატია. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა 2024 წლის 3 მაისს ქართულ ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად თ. სუხაშვილს ვარსკვლავი გაუხსნა.

წყარო: საიუბილეო თარიღები :თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.31; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.114-115

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ქართული კულტურის ამაგდარის წოდება
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: