The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გრიგოლია

ალექსანდრე გრიგოლია
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1896
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 1979  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სანტა-კრუზი, ბოლივია
კატეგორია:ანთროპოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტი. 

სწავლობდა პარიზსა და ბერლინში. საქართველოში გასაბჭოების შემდეგ აღარ დაბრუნებულა. პენსილვანიის უნივერსიტეტში დაიცვა დოქტორის ხარისხი (დისერტაცია - "ქართველ მთიელთა ადათი და სამართალი", 1939) და მუშაობდა პროფესორად. უითონის კოლეჯში (ილინოისი) დააფუძნა და სათავეში ედგა ანთროპოლოგიის დეპარტამენტს. 1968 წელს მიიღო ემერიტუს პროფესორის სტატუსი. მისი ფუნდამენტური ნაშრომი ქართველ მთიელთა წეს-ჩვეულებებზე დღემდე ამ საკითხის ყველაზე სრულყოფილ კვლევად ითვლება; ქართულად თარგმნა და გამოსცა თავისუფალმა უნივერსიტეტმა კახა ბენდუქიძის ინიციატივით 2012 წელს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ანთროპოლოგი.

წყარო: ალექსანდრე გრიგოლია. ქართველ მთიელთა ადათი და სამართალი : რეცენზია / ზურაბ კიკნაძე // კადმოსი : ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.-თბილისი, 2015. N 7.-გვ. 402–411; ველლი-ფორჯის მემორიალური ბაღები: findagrave.comrecollections.wheaton.edu

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: