The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ჯაფარიძე

დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1902  (122 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს.

მუშაობდა თბილისის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ქირურგ ორდინატორად; 1933 წელს მესტიის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად; 1937 წელს გადმოვიდა ქ. თბილისში საქართველოს ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ქირურგად; 1938 წელს თელავის რაიონულ საავადმყოფოს ქირურგად; 1941-1945წწ. დიდი სამამულო ომის წლებში იყო  თელავის ევაკუირებული საავადმყოფოს მთავარი ქირურგი; ომის დამთავრების შემდეგ თელავის რაიონული საავადმყოფოს ქირურგი. მედიცინის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის მიღებული ქონდა სახელმწიფო ჯილდოები. არჩეული იყო თელავის რაიონული საბჭოს დეპუტატად.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.503

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის
  • მედალი "სანიმუშო შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

გააზიარე: