Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ჩხიკვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ჰერიკი (ა. შილერის "სეილემის პროცესი"), მოპატიძე (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), გიორგი (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), უმუშევარი (ბ. ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი კაცი"), ზედამხედველი ( ნ. დუმბაძის "საბრალდებულო დასკვნა"), მექი ვაშაკიძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი") ბალთაზარი, დორსეტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" და "რიჩარდ მესამე"), მორჩილი (გ. ლესინგის "ნათან ბრძენი"), ელიზბარ შუქურაული (მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), ლეოქსიტე (ა. ვალიეხოს "ოცნება"), კლავდიუსი (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის"), სტამბის მუშა (რ. სტურუას, ლ. ფოფხაძის, ა. ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე"). წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.15 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |