Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ლევან მესხორაძე
Date of birth: | 21 November, 1983 (41 years) |
Category: | Lawyer, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2006 წელს; რიგის უმაღლესი იურიდიული სკოლის (რიგა, ლატვია) საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ევროპული სამართლის მაგისტრის წოდება მიენიჭა 2007 წელს; ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი, აშშ) აღმასრულებელი მენეჯმენტის კურსები. მუშაობს საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სისხლის მართლმსაჯულების სფეროში. 2008-2016წწ. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი; საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მმართველი კომიტეტის ექსპერტად დანიშნა. ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს წარმოადგენდა სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ I ("დეპორტაციების საქმე") და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ II ("აგვისტოს ომის" საქმე). 2016-2021წწ. იყო ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საერთაშორისო კონსულტანტი. არის გაეროს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის, პროკურატურის სასწავლო ცენტრის, ადვოკატთა ასოციაციის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ექსპერტი ადამიანის უფლებათა და სისხლის მართლმსაჯულების საკითხებში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო სამართალსა და ადამიანის უფლებებში. არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი. ევროპის საბჭოს პროგრამის ხელმძღვანელი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი.
წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია: gba.ge; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
Awards and Honors
- 2021 - ღირსების ორდენი
საქართველოსთვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესო პროფესიონალიზმისთვის
|