Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოტიე, შვეიცარია. 1831-1834 წლებში იმოგზაურა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ყირიმსა და ამიერკავკასიაში, მოგზაურობის შედეგები გამოაქვეყნა 1839-1845 წლებში, ექვსტომიან ნაშრომში (დიდი ატლასის დართვით), რომელშიც თავმოყრილია ძვირფასი ფაქტობრივი მასალა ქვეყნის ბუნებისა და სიძველეთა შესახებ. დიუბუა დე მონპერე საქართველოს გეოლოგიის პირველი მკვლევარია. მან შენიშნა კავკასიონის კრისტალური სუბსტრატის გამოსავლები დარიალის ხეობასა და აფხაზეთში, აღნიშნა კავკასიონის ნაოჭა სისტემის ახალგაზრდა (გვიანმესამეული) ასაკი და სიმეტრიული აგებულება გარდიგარდმო ჭრილში. აღწერა საქართველოს დანალექი წყებების განამარხებული ფაუნა და შეადგინა საქართველოს პირველი გეოლოგიური რუკა. დიუბუა დე მონპერე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ხალხთა ისტორიის საკითხებს, ქართულ და სომხურ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. გამოთქვამდა მოსაზრებებს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თავისებურებათა და ისტორიის განვითარების შესახებ. მისი აზრით, ქართული ხუროთმოძღვრება ბიზანტიური და სომხური ხუროთმოძღვრების განშტოება ან ანარეკლი იყო. დიუბუა დე მონპერეს თეორიის სიმცდარე დაამტკიცეს ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა. მიუხედავად იმისა, რომ დიუბუა დე მონპერეს მიერ შემუშავებული კონცეფცია არასწორი იყო, მისი ნაშრომები მნიშვნელოვანია, რადგან მათში მოცემულია შემდგომში დაღუპული ან სახეშეცვლილი ძეგლების აღწერილობები და ჩანახატები. შვეიცარიელი მოგზაური, სიძველეთა მკვლევარი, ნევშტელის აკადემიის პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.578 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |