The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანასტასია ნიკოლაძე

ანასტასია ნიკოლაძე
Other name:ანიჩქა ნიკოლაძე
Date of birth:24 December, 1848
Date of death:24 July, 1931  (at 82 years)
Category:Translator, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი.

1883 წელს დასთან, ეკატერინე ნიკოლაძესთან ერთად ქუთაისში დააარსა მხატვრული ჟურნალი "ქართული ბიბლიოთეკა", რომლის რედაქტორი იყო ეკატერინე ჭყონია-ლორთქიფანიძე, რადგან მთავრობა ნიკოლაძის ქალებს, როგორც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფთ, არ ენდობოდა; ჟურნალში თანამშრომლობდნენ ოლგა და მარიამ ხელთუფლიშვილები, ელენე ყიფიანი-ლორთქიფანიძე (დავით ყიფიანის ქალიშვილი), ანა სიმონის ასული მესხი-პეტრიაშვილი და სხვ.; ჟურნალის მთავარი ხელმძღვანელები და რედაქტორ-კორექტორები უმთავრესად ეკატერინე და ანასტასია ნიკოლაძეები იყვნენ; ჟურნალი 1883-1884 წლებში გამოდიოდა, იმავე ხანებში ისინი ღარიბ ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ; 1884-1885 წლებში დებმა- ანასტასია, ეკატერინე და ეფროსინ ნიკოლაძეებმა, რომელიც ალექსი ჭიჭინაძის მეუღლე იყო, ქუთაისში კერძო სკოლა დააარსეს; 1890 წელს ეკატერინემ და ანასტასიამ ქუთაისში, თავიანთ სახლში კერძო პანსიონი გახსნეს; ეს კერძო პანსიონი 1918 წლამდე არსებობდა. 1890-იან წლებში, ოლიმპიადა, ანასტასია, ეკატერინე და ეფროსინე ნიკოლაძეები მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში. იაკობ ნიკოლაძის ქალიშვილი, ნიკო ნიკოლაძის და.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.556; mshoblebi.gechurch.gearchive.gov.ge

Bibliography


Share: