The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მეგი თუშიშვილი

მეგი თუშიშვილი
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1938  (87 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1967 წელს.

1967-1979წწ. მესხეთის თეატრის  მსახიობი იყო. ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის და ჟანრის როლებს. მის მიერ განხორციელებული სახეებიდან აღსანიშნავია: კაკალა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), მარია ტიუდორი (ვ. ჰიუგოს "მარია ტიუდორი"), ქალღმერთი დალი (მ. ჯაფარიძის "ლამპარი"), ივლიტა (გ. ბერიაშვილის "მეხდაცემული კაკალი"), კომკავშირის მდივანი (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე"), მედეა (ლ. სანიკიძის "მედეა"), ანგელინა (ა. გეწაძის "პაემანი ცაში", კინტო (ა. წერეთლის "ვოდევილები"), ქეთევანი (ო. ჩხეიძის "ქეთევანი"), ია (ო. იოსელიანის "ხუთი შინაბერა და ერთი მამაკაცი"); მაკა (ე. ყიფიანის "ცაში ასროლილი ქუდები"), კეკე (ზ. ანტონოვის "მინდა კნეინა გავხდე", მეგი (ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს სძინავს"), მზევინარი (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ხამფერა (გ. ერისთავის "ძუნწი"); 1979-1983წწ. მუშაობდა მინიატურების სახელმწიფო თეტრში; 1983-1985წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ.,2008.- გვ.45-46

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: