შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ირემაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჩერიომუხოვი, ირკუტსკის ოლქი. დაამთავრა თბილისის ს. ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი რეჟისორის სპეციალობით 1971 წელს. 1971 წლიდან თ. ირემაძე ჭიათურის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნატო (ნ. ხუხაშვილის "მოსამართლე"), ვახუშტი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), კატრინა (რ. ტომას "რვა მოსიყვარულე ქალი"), ირინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), მაგნოლია, დოდო, მაყვალა (რ. მამულაშვილის "გამოცდა, "XIII", "ბუმერანგი"), ასუნტა, ბეტინა (ე. დე ფელიპის "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი", "ცილინდრი"), ციცინო (ა. ჩხაიძის "დაბრუნება"), დარეჯანი (შ. შამილაძის "ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში"), ნელი (დ. სამსონაძის "შუაღამისას"); მარგარიტა (გ. სუნდუკიანის "ხათაბალა"), ბაბალე (ა. წერეთლის "ბუტიაობა"), მაყვალა, კეკელა (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ჯაროჟნა (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.46 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |