შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს. ლ. კაპანაძე სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა აკ. ვასაძის და აკ. ხორავას ხელმწღვანელობით და წარმატებით ახორციელებდა საკურსო სპექტაკლებში საპასუხისმგებლო როლებს, რომელთა შორის აღსანიშნავია: გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გალჩიხა (ა. ოსტროვკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), აგრაფინა (შ. დადიანის "გუშინდელნი") და სხვ., ლ. კაპანაძე 1956-1960წწ. თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის მეტყველების პედაგოგი, ხოლო 1960 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მეტყველების პედაგოგია; 1962-1983წწ. უფროსი მასწვლებელი, 1983-1989წწ. ინსტიტუტის დეკანის მოადგილე; 1988-1996წწ. დოცენტის, ხოლო 1996 წელს პროფესორის თანამდებობას იკავებს; 1997 წელს მეტყველების კათედრის გამგედ ინიშნება, პარალელურად მეტყველებაში კონსულტაციებს უწევს "რადიო 105-სა" და "ინტერნიუსის" ჟურნალისტებს. არის არა ერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი სასცენო მეტყველების პრობლემების საკითხებზე და მსახიობთა არაერთი თაობის აღმზრდელი. საქართველოს სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის მეუღლე. წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.54; საინფორმაციო პორტალი "ამბები.ge": ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |