The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტატიშვილი როლანდ

ტატიშვილი როლანდ
Date of birth:8 February, 1947  (78 years)
Category:Engineer, Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისში.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1970 წელს.

1963-1966 წლებში რ. ტატიშვილი თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედი სახალხო ანსამბლის მოცეკვავე -მსახიობია. 1966-1970 წლებში იყო რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის წამყვანი სოლისტი. 1970 წელს ნიჭიერი მოცეკვავე საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში ჩაირიცხა (ხელმძღვანელი ი. სუხიშვილი და ნ. რამიშვილი). 20 წელზე მეტხანს გამოდიოდა ამ სახელგანთქმულ ანსამბლში და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა მის დიდ წარმატებაში. რ. ტატიშვილის, როგორც ერთ-ერთი სოლისტის დამახასიათებელი თვისებებია შესრულების დახვეწილი მანერა, ტემპერამენტი და ტექნიკური სრულყოფა, განსაკუთრებით მთიულურ ცეკვებში.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.16

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: