The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეფროსინე ნიკოლაძე-ჭიჭინაძე

ეფროსინე ნიკოლაძე-ჭიჭინაძე
Legal name:ეფროსინე ნიკოლაძე
Other name:ფროსიკო
Date of birth:1857  (168 years)
Date of death:19??
Category:Translator, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ეფროსინე ნიკოლაძე დაიბადა იმ დროს ცნობილი მეწარმის იაკობ ნიკოლაძის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი. 1884-1885 წლებში ეფროსინემ თავის დებთან, ანასტასიასთან და ეკატერინესთან ერთად ქუთაისში კერძო სკოლა დააარსა. 1880-იან წლებში, დები ნიკოლაძეები  მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის საზოგადოებრივ-კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში; ეწეოდნენ ლიტერატურულ საქმიანობას, ძირითადად, თარგმნიდნენ, ატარებდნენ ლიტერატურულ საღამოებს. ეფროსინე ნიკოლაძე ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ალექსი ჭიჭინაძის მეუღლე, 1937 წელს დახვრეტილი ჰიდროინჟინრისა და საზოგადო მოღვაწის, ბესარიონ ჭიჭინაძის დედა. იაკობ ნიკოლაძის ქალიშვილი, ნიკო ნიკოლაძის და. ეფროსინე ნიკოლაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.556

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილება, ნამდვილი წევრი (1911-)

Bibliography


Share: