The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაიზერ ჯაფარიძე

მაიზერ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთვარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი.

დიდია მისი დამსახურება და მიღწევები ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში. მან ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა თავის წონაში. გახდა საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში და ამავე შეჯიბრების მეორე პრიზიორი ჭიდაობა ძიუდოში. არის უკრაინის 17 გზის ჩემპიონი. თავის სპორტული მიღწევებით იგი შეყვანილი იყო უკრაინის სპორტსმენთა ათეულში. სხვადასხვა დროს მოპოვებული აქვს ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის აბსოლიტური ჩემპიონობა, გამარჯვებები საერთაშორისო ტურნირებზე ბულგარეთში, უნგრეთში, ალჟირში, კამბოჯაში, მოლდავეთში, აზერბაიჯანში. 7-ჯერ გაიმარჯვა სპორტსაზოგადოება "დინამოს" შეჯიბრებებზე და ა.შ. მოღვაწეობს მესტიაში მისივე სახელობის სპორტული კომპლექსის დირექტორად.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.507

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ ჩემპიონი (17 გზის ჩემპიონი, ჭიდაობა)
  • საქართველოს სპორტის ოსტატი (ჭიდაობა ძიუდო)
  • საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (ჭიდაობა - სამბო)

გააზიარე: