შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლილი ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1965 წელს. მუშობა დაიწყო სპეციალობის მიხედვით მესტიის საავადმყოფოში ექიმ თერაპევტად. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამ საავადმყოფოში თერაპიული განყოფილების გამგედ, მთავარი ექიმის მოადგილედ ორგანიზაციულ და საფინანსო დარგში; 1971-1973წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა, აგრეთვე კვალიფიკაცია აიმაღლა, კარდიოლოგიაში და მედიცინის რიგ სხვა დარგებში; 1996 წელს როგორც მაღალკვალიფიციური ექიმი დაინიშნა მესტიის სათნოების დირექტორად; 2010 წლიდან მუშაობს მესტიის საავადმყოფოში პასუხისმგებელ ექიმად და თერაპევტად; სხვადასხვა დროს არჩეული იყო სახალხო მსაჯულად; ლიცენზირებულია სპეციალობებში: შინაგანი სნეულებანი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.511 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |