Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო ჟივიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1902-1904 წწ. იყო ავჭალის აუდიტორიის სცენისმოყვარეთა წრის მსახიობი; 1914-1915 წწ. ქართული დრამატული დასის; 1917-1921 წწ. ქართველ მსახიობთა ამხანაგობის წევრი; 1920-1922 წწ. ოზურგეთის თეატრის რეჟისორი და მსახიობი; 1922-1923 წწ. შალვა დადიანის რეკომენდაციით მიიწვიეს ბაქოს ქართული დასის რეჟისორად და მსახიობად; 1924-1925 წწ. მსახიობად მუშაობდა ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასში, რომელიც წარმოდგენებს მართავდა ოპერის თეატრში; 1925-1926 წწ. ზესტაფონის დრამატული წრის რეჟისორია, 1926-1928 წწ. ზუგდიდის თეატრის რეჟისორი; 1949-1950 წწ. ახალციხის დრამატულ თეატრში მოღვაწეობს მსახიობად; ი. ჟივიძის მიერ შექმნილ სახეთაგან აღსანიშნავია: კახი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), ერეკლე, ყარა-იუსუფი (ალ. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), ლევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), გაიოზი (ვ. გუნიას "და-ძმა"), არჩილი (ვ. ყიფიანის "სამეგრელოს თავადი ლევან"), გეგეჭკორი (შ. დადიანის "გეგეჭკორი"), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ნახმანი (ე. ჩირიკოვი "ებრაელები") ვალი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ ალანი"), აკოფა, გიჟუა (ა. ცაგარელის "ხანუმა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), სოსიკო (ტრ. რამიშვილის "მეზობლები"), ბენ იოხაი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), შვაიცერი (ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.17 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |