შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატალია გოგიტაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1980 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1980 წელს. მუშაობა დაიწყო ბათუმის თეატრში მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტომა (ო. სოსინის "ეს მოხდა"), იადვიგა (ნ. მიროშნიჩენკოს "მესამე თაობა"), ნინიკო (ლ. თაბუკაშვილის "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"), ვერა (ა. ვამპილოვის "იხვებზე ნადირობა"), ნატალია (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), გოგო (ვ. გრიგორიევის "რომანი შეყვარებულებზე"), ხატია (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს"), ამელია ( ფ. გარსია-ლორკას "ბერნანდა ალბას სახლი"), კუწო (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია),- თბ., 2007.- გვ. 17; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული შახელმწიფო დრამატული თეატრი: batumitheatre.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |