The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესარიონ მჭედლიშვილი

ბესარიონ მჭედლიშვილი
Date of birth:21 October, 1949  (75 years)
Category:Sports Coach, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1966–1967 წლებში თბილისის "ლოკომოტივშია"; 1968–1969წწ. სარანსკის "სპარტაკში" თამაშობს; 1969 წლიდან თბილისის "დინამოშია", სადაც შვიდი სეზონის განმავლობაში ასპარეზობს; საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1971, 1972) და საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1970) თბილისის "დინამოს" შემადგენლობაშია; 1973 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. "კარაველას თასის" ტროფეო კოლომბინოს გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის "დინამოელები" ლისაბონის "ბენფიკას" ანგარიშით 3–1 ამარცხებენ; ის თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის 58 მატჩს ატარებს და ხუთჯერ იღებს მეტოქეთა კარს. ქვეყნის პირველობის გარდა "დინამოელთა" რიგებში საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების 10 შეხვედრაში მონაწილეობს და 3 ბურთი გააქვს. საკავშირო თასისთვის გამართულ შეხვედრათა ფარგლებში პირველად თბილისის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამოდის მოედანზე. თბილისის "დინამოდან" წასვლის შემდეგ ლანჩხუთის "გურიაში" აგრძელებს თამაშს. საფეხბურთო კარიერას ამავე კლუბში 1977 წელს ასრულებს. ნახევარმცველი.

წყარო: "დინამო" თბილისი: web.archive.org

Awards and Honors

  • 1974 - სსრკ სპორტის ოსტატი

Share: