The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობინზონ ჯაფარიძე

რობინზონ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:1943
გარდაცვ. თარიღი:2009  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზიკური კუტურის ინსტიტუტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ აქტიურად შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას, აღზარდა ქვეყნის არა ერთი ჩემპიონი და ოსტატი, რისთვისაც მას მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის საპატიო წოდება და გადაეცა არა ერთი სიგელი და მედალი. იგი ხუთი წელი ედგა სათავეში მესტიის რაიონის სპორტულ კომიტეტს, რვა წელი ხელმძღვანელობდა დაბა მესტიის გამგეობას, ოთხი წელი იყო კავშირგაბმულობის მესტიის კვანძის ხელმძღვანელი. 2010 წელს აირჩიეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ხელმძღვანელობდა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სპორტის განვითარების კომისიას. ძიუდოისტი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.514

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ჩემპიონი (ჭიდაობა )
  • სსრკ სპორტის ოსტატი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

გააზიარე: