The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ქუთათელაძე

დავით ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1917  (108 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1939 წელს; შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1943-1946 წლებში მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში, სადაც განასახიერა შემდეგი როლები: გენერალი შკურო (ა. რჟევსკის და მ. კაცის "ოლეკო დუნდიჩი"), ფილოსოფიის მასწავლებელი (მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო"), მოსამართლე (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), როზენბერგი (კ. სიმონოვის "რუსეთის საკითხი"), ყაფლანი (კ. გოგიაშვილის "ფარავნელი ჭაბუკი"), პეტრონესკუ, ტრუბნიკოვი (ძმ. ტურისა და ლ. შეინინის "ჭიდილი", "განსაკუთრებული კანონი"); 1946 წელს დ. ქუთათელაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოლეშუნინი (ა. ოსტროვსკის "ლამაზი მამაკაცი"), სალამთაძე (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), ოთია (მ. ჯაფარიძის "ბუღარა"), ბარნაბა საგანელიძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), ქიმიის მასწავლებელი (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), გიორგი ("ძველი ვოდევილები"), დე სანტოს (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), მარკიზი (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), კორიფე (სოფოკლეს "ანტიგონე"), ლორდ სტენლი, კაპულეტი, სერ ტობი (უ. შექსპირის "რიჩარდ მესამე", "რომეო და ჯულიეტა", "მეთორმეტე ღამე"), გლეხი (ედუარდო დე ფილიპოს "კომედიის ხელოვნება"), დონ პედრო (აგუსტინ მორეტოს "პორტრეტი"), გუბაზი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ხუხუ (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), ექიმი (გ. ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი"), არაბიძე (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), ამილახვარი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე") და სხვა. დ. ქუთათელაძე არაერთხელ ყოფილა დაჯილდოებული ლაურეატის წოდებით მხატვრულ კითხვაში საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის კონკურსებში.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.18

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: